ლიზინგის ექსპერტი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: ლიზინგი
ტერა ლიზინგში ლიზინგის ექსპერტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
  • გაქვს გაყიდვების, ანალიტიკური აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული

საჭირო ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი) საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
  • საბანკო/სალიზინგო ორგანიზაციაში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პოზიციის მოვალეობა იქნება:
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, ლიზინგის პროდუქტების გაყიდვა
  • ლიზინგის პროექტის დამუშავება/ანალიზი, კომიტეტზე წარდგენა და დაკრედიტება (გაცემა)
  • პორტფელის მართვა

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ლიზინგის ექსპერტი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!