ზუმერის ისტორია ერთადერთი ფილიალით 2009 წელს დაიწყო. მაშინ ზუმერს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის მიმართულება ჰქონდა, დიდი იმედები და უფრო დიადი გეგმები. დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალს და ყველაზე მსხვილ B2C პლატფორმას ვაერთიანებთ. ტექნოლოგიური პროგრესის ნათელი მხარეების, ცნობისმოყვარეობის ძალის და სულსწრაფობის გვჯერა. უკვე 14 წელია ტექნიკას ჩავკირკიტებთ, ახალ გაჯეტებთან ვურთიერთობთ და ტექნოლოგიების ყველაზე აუთვისებელ სივრცეებსაც ვიკვლევთ. მისია უცვლელია - გვინდა, ადამიანებს სიახლეებთან ფეხის აწყობასა და ტექნიკის მოშინაურებაში დავეხმაროთ.
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე, კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი და გრაფიკის/საათების შეთანხმება შესაძლებელია).
ძირითადი მოვალეობები:
- ზუმერში არსებული ციფრული ტექნიკის არსებული და ახალი პროდუქციის შესახებ ტექნიკური სახელმძღვანელოების მომზადება/თარგმნა, აწყობა და დასაბეჭდად გამზადება დადგენილი წესების შესაბამისად;
- არსებული და ახალი ინსტრუქციების/გაიდლაინების მომზადება/თარგმნა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების დროულად და ზუსტად შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები
- დოკუმენტაციის თარგმნა/მომზადებაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, კანდიდატს უნდა შეეძლოს ციფრული ტექნიკის ინსრტუქციების ქართულად გადმოთარგმნა;
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- აუცილებელია ციფრული ტექნიკის საბაზისო დონეზე ცოდნა, რომელიც დაეხმარება პროდუქტებში უკეთ გარკვევასა და თარგმნაში.
- საჭიროა საოფისე პროგრამების (Word, PDF, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა დაპასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
- სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს, ტრენინგებსა და თიმბილდინგებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას.