ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1700
ენები: რუსული
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
კომპანია „ზღვა ლუდი“-აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი,დიდი დიღომი,მირიან მეფის 11
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 -18:00) შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 1500-1700

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ძირითადი მოვალეობები: 
  • პერსონალის შერჩევა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების რეზიუმეების ძიება, სატელეფონო ინტერვიუების/პირველადი გასაუბრებების ჩატარება, საკადრო რეზერვის შექმნა;
  • საკადრო აღრიცხვა და დოკუმენტების ბრუნვა;
  • ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაციური ღონისძიებების ჩატარება (სტაჟირება, გამოსაცდელი ვადის გავლა);
  • მონაწილეობის მიღება თანამდებობრივი ინსტრუქციების, დადგენილებების შემუშავებაში/ თანამდებობრივი ინსტრუქციების აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, შრომითი ხელშეკრულებების დადება და აღრიცხვა;
  • წარმოებული შრომითი დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულება, გათავისუფლება/დანიშვნის ბრძანებები, მივლინება, ცნობა და ა.შ.) რეესტრების წარმოება და დროულად განახლება;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა HR-პროექტებში: საკადრო რეზერვის ფორმირება, პერსონალის შიდა შეფასება, კორპორატიული ღონისძიებების განვითარება და ა.შ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • საიტების ცოდნა, ვაკანსიების დაწერისა და განთავსების უნარი;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები; 
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა;

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: staff@zgvaludi.ge , აუცილებლად მიუთითეთ subject-ში „ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი“.

გისურვებთ წარმატებას!