ვალიდაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოქიმფარმი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: წარმოების ხარისხის კონტროლი
ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს ვალიდაციის მენეჯერის თანამდებობაზე:

სამუშაო ადდგილი: თბილისი, ლევან გოთუას N8
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებით ანაზღაურებად Day Off-ებს;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას GMP სტანდარტის შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოსა და ფარმაცევტული ხარისხის მართვის სფეროში. 

პასუხისმგებლობები:
  • საწარმოო და დასუფთავების პროცესების, საინჟინრო სისტემების/დანადგარების/სათავსების ვალიდაცია/კვალიფიკაციის სამუშაოების წარმართვა (დაგეგმვა, ორგანიზება, ჩატარება და კონტროლი);
  • სისტემების/დანადგარების/სათავსების და კრიტიკული პროცესების ვალიდაციის/კვალიფიკაციის სტატუსის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • ვალიდაცია/კვალიფიკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა და მართვა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • ახალი და არსებული  საინჟინრო სისტემების/დანადგარების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და სავალიდაციო სამუშაოების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი.

კვალიფიკაცია:
  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფარმაციაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ტექნიკურ მეცნიერების დარგებში;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფარმაცევტული ხარისხის მართვის სისტემაში ან/და ხარისხის სტანდარტებთან (GMP, GDP, ISO 9001, ISO 17025) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოტივაცია და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტების შედგენის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ  CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.