გაყიდვების აღმასრულებელი
2xP PRIORITY GASA
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@GASA.GE
კომპანია ,,გასა’’ GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, Fly Arna აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორ სააგენტოებთან შეხვედრების ორგანიზება/განხორციელება;
  • ყოველდრიური ზარების ჩანიშვნა პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან;
  • კორპორატიული მომხმარებლების მომსახურება;
  • კორპორატიული მომხმარებლების ანგარიშებისა და  გადარიცხვების კონტროლი;
  • ბიუჯეტის გაწერა/აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილი:  ქუჩიშვილის ქ.  N 11
ანაზღაურება:  კონკურენტული, ფიქსირებული. დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე : HR@GASA.GE გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)