კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
1xP PRIORITY კორიდა
თარიღები: 15 იან - 13 თებ
მდებარეობა: ლანჩხუთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: maka.zaqradze@nikora.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595381218
კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტშვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს „ნიკორა“ - ს შვილობილი კომპანია  შპს „კორიდა“  აცხადებს  ვაკანსიას  კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ლანჩხუთში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტზე, მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა და სიახლეების/ აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროებისამებრ, კონკრეტული პროდუქტის დეგუსტაციის პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობა და განხორცილება;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სწრაფი რეაგირება;
  • პროდუქციასთან შესაბამისი ფასმაჩვენებლის სწორად განთავსება და მუდმივი კონტროლი;
  • პროდუქციის თაროებსა დამაცივრებში განაწილება FIFO-ს წესებისა  და პლანოგრამის  დაცვით;
  • სავაჭრო ობიექტზე  არსებული პროდუქციის სასაქონლო სახის,  ვადების, ასევე  შენახვის  აუცილებელი  წესების  დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პროდუქციის კარგად წარმოჩენის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 15 თებერვლამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (ჩV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995595381218  მიუთითეთ თქვენი დასაქმებისათვის  სასურველი ქალაქი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე ვერ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ტესტირება;
  • გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს კორიდა ს/კ 215133193 და უფლებამოსილი პირის - შპს "კორიდას" ს/კ 215133193 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე maka.zaqradze@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს კორიდა ს/კ 215133193 იურიდიულ მისამართზე: ქ. ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება.

შპს კორიდა ს/კ 215133193 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.