IT ბიზნეს ანალიტიკოსი
თარიღები: 15 იან - 13 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ანალიტიკოსი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40 
სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-17:00, პარასკევი 09:00-14:00

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა;
  • ERP სისტემაში ახალი  ფუნქციონალების შემუშვება, ტესტირება, მხარდაჭერა;
  • პროექტში ფარგლებში შესაბამისი პირებისგან  მოთხოვნების შეგროვება, დამუშვება და გაანალიზება 
  • ERP სისტემაში მოდულების მხარდაჭერა, პრობლემის დიაგნოსტიკა და გადაჭრის ეფექტური გზების მოძება
  • სხვადასხვა დეპარტამენტებიდან დაფიქსირებული  მოთხონების გააანალიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (IT/ინფორმაციული ტექნოლოგიები) ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • 1C  ბაზაში მუშაობის გამოცდილება ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
  • ორგანიზებულობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივიანობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი ;
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი ;
  • კომუნიკაბელურობა ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის! 

ერთად უკეთესია!