კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 37 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების ვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი + საბონუსე სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების ვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი + საბონუსე სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზერის, მერჩენდაიზერების ვაიზერის ან ქსელის ვაიზერის პოზიციაზე;
- MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
- დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@europroduct.ge გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „ქსელური ობიექტების ვაზიერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!