კომპანია „ფავორიტი დისტრიბუცია“ ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე .
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია !
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული ნედლეულის/პროდუქციის აღრიცხვა.
- საწყობის ნაშთების კონტროლი
- საწყობიდან გასული პროდუქციის აღრიცხვა
- კონტროლი საწყობში განლაგებული პროდუქციის სისწორეზე
- მარაგების კონტროლი
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფადაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
- მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: სრული , 10:00 – 19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის ქ. N 5
ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
გისურვებთ წარმატებას!