შესყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 15 იან - 23 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) სამშენებლო მასალები შესყიდვების მენეჯერი სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი) სამშენებლო მასალები
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიისთვის.

სამუშაო აღწერილობა:
  • სამშენებლო პროექტებიდან შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტებიდან შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდერების წარმოება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • მიმწოდებლებთან გადახდის გრაგიკების წარმოება და მონიტორინგი;
  • ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • შესყიდვის ხელშეკრულებების ფორმირება;
  • შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
  • საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში/სამშენებლო ობიექტზე მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
  • ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების,ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის/ სპეციალისტის, შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის/ სპეციალისტის პოზიციებზე;
  • სასურველია სამშენებლო სექტორში გამოცდილება;
  • MS Office;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!