სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები: 15 იან - 13 თებ
მდებარეობა: თბილისი მარნეული ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: saf.farma@yahoo.com
ფარმაცევტული კომპანია „SAF FARMA” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისის, ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება.
  • სამიზნე აუდიტორიისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა და დასახული გეგმის შესრულება.
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედინო ან ფარმაცევტული მიმართულებით);
  • პრეზენტაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • აკადემიურად მეტყველების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების ფლობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომპანიის პროდუქციის და მისი კონკურენტების სრულყოფილი შესწავლა და გაყიდვების ოპტიმიზაცია.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

კომპანიის შეთავაზება:
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
  • ხელფასის კონკურენტული დონე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
  • საბონუსე სისტემა
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სამგზავრო თანხების ანაზღაურება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 
saf.farma@yahoo.com სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.