კომპანია ქართული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (დისტრიბუციის მიმართულებით) პოზიციაზე
მისამართი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30სთ. – 18:30სთ.
ანაზღაურება: 1 500 – 2 000 ლარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- დისტრიბუციაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 3 წელი;
- ქართული და რუსული ენების ცოდნა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, კერძოდ ექსელის ცოდნა ძალიან კარგად.
- FMG და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- მუშაობის გამოცდილება წარმოებაში;
- საწარმოო პროცესების ცოდნა;
- RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
- გამოცდილება რესტორნის ბუღალტერიის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება,
- დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი,
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის,
- გუნდური მუშაობის უნარი;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ოპერაციების გატარება და კონტროლი;
- სადისტრიბუციო სალაროს კონტროლი;
- სადისტრიბუციო საწყობის კონტროლი;
- პროდუქციის თვითღირებულებების გაანგარიშება;
- ქსელურ ობიექტებში მიწოდების ფინანსური მოდელების გაანგარიშება;
- დებიტორული ანგარიშების კონტროლი;
- კონტრაგენტების შემოწმება;
- ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების და ანგარიშების მომზადება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!