ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბეკო
მივლინება: არა ხელფასი: 2500
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 26  წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასღტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს .

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ !

 

კომპანია ბეკო  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე :  ბუღალტერი 

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი : სრული

სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში .

ანაზღაურება :  2500 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით ;
  • აღნიშნულ  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  3  წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მათ შორის  ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა ;
  • 1C erp პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA სერთიფიკატები;
  • ინგლისური ენის ცოდნა  B2 დონე

        

ძირითადი  მოვალეობები:

  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და  კონტროლი;
  • სალაროს გასავლისა და შემოსავლის  ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • რეალიზების გავლა , შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
  • სასაქონლო ზედნადების გამოწერა , დაკორექტირება ;
  • ხელფასების დაანგარიშება;
  • Rs.ge  -ზე მუშაობა ;
  • ძირითადი საშუალებების პროგრამულად აღრიცხვა და ჩამოწერა ; რეალიზაციისა და გადაადგილების პროცესის მართვა და დოკუმენტაციის გადამოწმება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი ;
  • რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის  გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ;


დამატებითი უნარ-ჩვევები :

  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი ;

 

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად ; გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.


გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.  თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.   თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge

             ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.