კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასღტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს .
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ !
კომპანია ბეკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ბუღალტერი
სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი : სრული
სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში .
ანაზღაურება : 2500 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით ;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მათ შორის ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა ;
- 1C erp პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ACCA სერთიფიკატები;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
- სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- რეალიზების გავლა , შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
- სასაქონლო ზედნადების გამოწერა , დაკორექტირება ;
- ხელფასების დაანგარიშება;
- Rs.ge -ზე მუშაობა ;
- ძირითადი საშუალებების პროგრამულად აღრიცხვა და ჩამოწერა ; რეალიზაციისა და გადაადგილების პროცესის მართვა და დოკუმენტაციის გადამოწმება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი ;
- რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ;
დამატებითი უნარ-ჩვევები :
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
- დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი ;
შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად ; გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge
ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.