სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პოზიციის მიზანია, სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა, პარტნიორ კომპანიებთან კოორდინირება და პროცესების მხარდაჭერა.
რას გააკეთებ:
- სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების მიმდინარე ოპერაციების კოორდინირება/მართვა;
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
- კომპანიის სტრუქტურულ/რეგიონალურ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
- სააგენტო ქსელის განვითარება;
- აგენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
- სააგენტო ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინირება;
სასურველია/მნიშვნელოვანია:
- მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დამოუკიდებელლად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- განყოფილება სტრუქტურულად დაექვემდებარება კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელს.