კომპანია “მექან” დაარსდა 2013 წელს. ორაგანიზაცია საქმიანობს სამშენებლო სექტორში და აშენებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტებს. კომპანიას ესაჭიროება ახალი თანამშრომელი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა)
- საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღებაჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
- ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამულად.
- რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MOffice) ცოდნა.
- MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა აუცილებელია
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: mekangeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შპს ,,მექან’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს