კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტროსაამქროს უბნის სპეციალისტის პოზიციაზე . „ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლიდან. „ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- კვების უზრუნველყოფას;
- მეგობრულ გუნდს;
- სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები: - საწარმოო უბნის ელექტრო აღჭურვილობის შეკეთებისა და რეგულირების საქმიანობის მართვა;
- დანადგარების ტექნიკური შემოწმებისა და დეფექტაციის ჩატარება, მათი აღდგენისთვის საჭირო შეკეთების მოცულობის განსაზღვრა;
- სამუშაოების შესასრულებლად განკარგულებების გაცემა, კონტროლი და განწესის გაფორმება;
- დასრულებული სამუშაოების მიღება, მათი შესრულების ხარისხის შემოწმება და სამუშაოების შესრულების აღრიცხვის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი პროფილური განათლება, ინჟინერ-ელექტრიკოსი (ენერგეტიკოსი).
- ელექტრო უსაფრთხოების სფეროში არანაკლებ მე-4 ჯგუფის დაშვების არსებობა.
- მუშაობის გამოცდილება ამ პროფესიით.
პიროვნული უნარები: - ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული ;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული
მისამართი: სოფელი ყულევი (ხობის მუნიციპალიტეტი) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!