სს „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის ძირითადი საშუალებების აღრიცხვის განყოფილების 1 კატეგორიის ბუღალტრის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსურ ან ტექნიკურ დარგში;
- კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში;
- მიმდინარე და კაპიტალური სამუშაოების აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;
- Ms Word, Ms Excel კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები: - დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის ობიექტების მოძრაობის აღრიცვხვა;
- მენერდეების მიერ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
- საზოგადოების სარემონტო ქვედანაყოფების მიერ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
- მონტაჟს არ დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღება;
- კაპიტალური რემონტის ექსპლუატაციაში მიღება;
- ძირითადი საშუალებების დემონტაჟის მომსახურების აღრიცხვა;
- ნებართვების და სხვა კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვა;
- სახელმწიფოს მიერ, ვალდებულებით ან ვალდებულების გარეშე გადმოცემული აქტივების ექსპლუატაციაში მიღება;
- მომხმარებლის მიერ, ვალდებულებით ან ვალდებულების გარეშე გადმოცემული აქტივების ექსპლუატაციაში მიღება;
- ძირითადი საშუალებების ქსელიდან დემონტაჟის და საწყობში მიღების აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალების ქსელიდან ჩამოწერა სრული ლიკვიდაციით ან ვარგისიანი მასალების საწყობში მიღებით;
- დატაცებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- რეალიზებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- უსასყიდლოდ გადაცემული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- შიდა გადაზიდვის, გადაცემის აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალებების მოძრაობის სხვა პროცესების აღრიცხვა.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge 2024 წლის 20 იანვრამდე. ქართულ და რუსულ ენებზე (სავალდებულოა). სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.