სამრეწველო ელექტროაღჭურვილობის შეკეთებისა და მომსახურების ელექტრომონტიორი
თარიღები: 15 იან - 12 თებ
მდებარეობა: ხობი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@bsp.com.ge
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას  სამრეწველო ელექტრო აღჭურვილობის შეკეთებისა და მომსახურების ელექტრომონტიორის პოზიციაზე .

„ბლექ სი პეტროლიუმი“  საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს  ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის  გაშვება იგეგმება 2025 წლიდან.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ გუნდს;
  • სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტროსისტემების ტექნიკური მომსახურების ამოცანების შესრულება, მათ შორის დიაგნოსტიკა, გაუმართაობის აღმოფხვრა და შეკეთება;
  • სუსტი დენების სისტემების, დამიწების, კვებისა და საკომუნიკაციო ხაზების მონტაჟი;
  • ელექტრო აღჭურვილობის მონტაჟი და გაშვება-გაწყობის სამუშაოები;
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩატარება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • ელექტრო სქემების აწყობა/დაშლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • საშუალო/უმაღლესი პროფილური განათლება;
  • ნორმატიული დოკუმენტაციისა და ელექტროდანადგარების აწყობის წესების,  ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ფარგლებში სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრო უსაფრთხოების სფეროში არანაკლებ მე-4 ჯგუფის დაშვების არსებობა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული ;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული

მისამართი: სოფელი ყულევი (ხობის მუნიციპალიტეტი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით  გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე :  HR@bsp.com.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!