კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას სარეზერვუარო პარკებისა და ჩასასხმელი ესტაკადის ოპერატორის პოზიციაზე.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლიდან.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- კვების უზრუნველყოფას;
- მეგობრულ გუნდს;
- სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ცალკეული ტიპის აღჭურვილობის გასაშვებად მომზადების, გაშვების, ექსპლუატაციის კონტროლის, გაჩერების ტექნოლოგიური პროცესების განხორციელება;
- პროდუქციის მიწოდება საავტომობილო და რკინიგზის ცისტერნებში;
- ჩასხმის დროს რეზერვუარებში, საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნებში დონის კონტროლი;
- აღჭურვილობისა და ტუმბოების მუშაობის კონტროლი;
- ცალკეული ტიპის აღჭურვილობის მომზადება სარემონტოდ;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, ჟურნალების, სარეჟიმო ფურცლების შევსება და ა.შ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო სპეციალიზებული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება)
- სასურველია ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური მრეწველობის საწარმოებში ტექნოლოგიური დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
მისამართი: სოფელი ყულევი (ხობის მუნიციპალიტეტი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ
2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე :
HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!