ტექნოლოგიური დანადგარების უფროსი ოპერატორი
თარიღები: 15 იან - 12 თებ
მდებარეობა: ხობი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@bsp.com.ge
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას  ტექნოლოგიური დანადგარების უფროსი ოპერატორის პოზიციაზე , ატმოსფერულ-ვაკუუმური დანადგარიების განყოფილებაში. 
„ბლექ სი პეტროლიუმი“  საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს  ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლიდან. 
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ტრანსპორტირებას; 
  • კვების უზრუნველყოფას; 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • აღჭურვილობის, როგორც ცალკეული სახეების, ისე დანადგარის მთლიანად გასაშვებად მომზადების, გაშვების, ექსპლუატაციის კონტროლის,  ტექნოლოგიური პროცესების განხორციელება; 
  • ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლი ტექნოლოგიური რეჟიმის ნორმების შესაბამისად; 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, ჟურნალების, სარეჟიმო ფურცლების შევსება და ა.შ. ; 
  • ბრიგადის ოპერატიული მართვა სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები  
  • საშუალო სპეციალიზებული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება); 
  • აუცილებელია ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური მრეწველობის საწარმოებში ტექნოლოგიური დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ქიმიის დარგში თეორიული ცოდნა, ძირითადი ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოწყობის ცოდნა; 
  • სასურველია წნევის ქვეშ მომუშავე მილსადენების მომსახურების უფლების მოწმობის არსებობა; 
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) და საოფისე პროგრამების ცოდნა  სამომხმარებლო დონეზე. 
 
პიროვნული უნარები: 
  • ორგანიზებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული ; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
 
 
მისამართი: სოფელი ყულევი (ხობის მუნიციპალიტეტი) 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით  გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე :  HR@bsp.com.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
 
გისურვებთ წარმატებას!