შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის პირველი კატეგორიის ინჟინერი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 14 იან - 31 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის  1 კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები
  • უმაღლესი ტექნიკური  განათლება;
  • ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • შრომის დაცვის სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული-თავისუფლად;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები
  • საზოგადოების სახანძრო-პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების ორგანიზება;
  • საზოგადოების ობიეტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზი;
  • ანალიზის საფუძველზე საორგანიზაციო ღონისძიებების შემუშავება, რომელიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე და  ხემძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
  • ობიეტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმება;
  • ტექნიკური ნორმატიული სამართლებრივი აქტების სახანძრო უსაფრთხოების ნორმირებისა და სტანდარტების სისტემის  შესრულების და დაცვის უზრუნველყოფა;
  • სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციების ნორმების გამოყენება, ღონისძიებების გეგმების რეალიზება რომელიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
  • გეგმიური და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარების კონტროლი;
  • საზოგადოების კუთვნილ ობიექტებზე ცეცხლმაქრების ვარგისიანობის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის კონტროლი;
  • საზოგადოების ობიექტების პერიოდული შემოწმება, ელ. დანადგარების მოწყობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამოვლენა და კონტროლი მათ აღმოფხვრაზე;
  • საზოგადოების ელ. ქსელის მუშაობის უსაფრთხოებაზე კონტროლი;
  • საზოგადოების ახალი აბონენტების ქსელის მდგომარეობის შემოწმების და მის ჩართვაზე ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების მხრიდან შემოსულ საჩივრებზე და წერილებზე დროული რეაგირება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე;
  • საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე კონტრაქტორების შემოწმება;

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2025  წლის  31 იანვრის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.