სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის 1 კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
- შრომის დაცვის სპეციალისტის სერთიფიკატი;
- პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული-თავისუფლად;
- პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები
- საზოგადოების სახანძრო-პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების ორგანიზება;
- საზოგადოების ობიეტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზი;
- ანალიზის საფუძველზე საორგანიზაციო ღონისძიებების შემუშავება, რომელიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე და ხემძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
- ობიეტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმება;
- ტექნიკური ნორმატიული სამართლებრივი აქტების სახანძრო უსაფრთხოების ნორმირებისა და სტანდარტების სისტემის შესრულების და დაცვის უზრუნველყოფა;
- სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციების ნორმების გამოყენება, ღონისძიებების გეგმების რეალიზება რომელიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
- გეგმიური და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარების კონტროლი;
- საზოგადოების კუთვნილ ობიექტებზე ცეცხლმაქრების ვარგისიანობის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის კონტროლი;
- საზოგადოების ობიექტების პერიოდული შემოწმება, ელ. დანადგარების მოწყობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამოვლენა და კონტროლი მათ აღმოფხვრაზე;
- საზოგადოების ელ. ქსელის მუშაობის უსაფრთხოებაზე კონტროლი;
- საზოგადოების ახალი აბონენტების ქსელის მდგომარეობის შემოწმების და მის ჩართვაზე ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების მხრიდან შემოსულ საჩივრებზე და წერილებზე დროული რეაგირება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე;
- საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე კონტრაქტორების შემოწმება;
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.