სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
- ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
- ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
- მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
- ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
- ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
- ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები: - დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
სამუშაო პირობები: - სრული განაკვეთი;
- სტაჟირება: 1-2 თვე;
- ანაზღაურება: სტაჟირების დროს 200 ლარი, რის შემდეგაც ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი - სტაჟიორი“.