სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
- ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
- ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები: - ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები: - სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1200ლ-დან).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Sales Officer - ".