კომპანია ეიდი ტეკი აცხადებს ვაკანსიას
საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00.
- ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები (დამოკიდებულია
გამოცდილებაზე);
- გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე, ანაზღაურებადი, თვეში
700 ლარი ხელზე ასაღები.
- ოფისის მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრი,
კუკური გოგიაშვილის 1.
ბენეფიტები:
- ბონუსური ანაზღაურება კომპანიის სასაქონლო ასორტიმენტის
გაყიდვებში შეტანილი წვლილისთვის (დამკვეთების მოზიდვა);
- შიდა ტრენინგები პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ
პროგრამებთან და მოწყობილობებთან სამუშაოდ.
- განვითარების და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
მოვალეობები:
- ყოველდღიური შეკვეთების მიღება და მათი სარეალიზაციოდ
მომზადება (გადათვლა/დახარისხება);
- საწყობიდან გასული პროდუქციის მონიტორინგი/დასურათება
მობილური ტელეფონით და მათი გაზიარება ჯგუფში შემავალი თანამშრომლებისთვის;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადების შედგენა/აქტივაცია;
- საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა / იმპორტირებული პროდუქციის
მიღება გაფორმების ეკონომიკურ ზონებში და მათი ტრანსპორტირება-დასაწყობება.
- საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მათი დახარისხება
სამუშაო პროცესის გაადვილების მიზნით.
- საწყობის ყოველთვიური აღწერა;
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი;
- პრობლემურ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართული
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგმოგზავნოთ რეზიუმე
მეილზე vano@adtec.ge