კომპანია ეიდი ტეკი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00.
- ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები (დამოკიდებულია გამოცდილებაზე);
- გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე, ანაზღაურებადი, თვეში 700 ლარი ხელზე ასაღები.
- ოფისის მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრი, კუკური გოგიაშვილის 1.
ბენეფიტები:
- ბონუსური ანაზღაურება კომპანიის სასაქონლო ასორტიმენტის გაყიდვებში შეტანილი წვლილისთვის (დამკვეთების მოზიდვა);
- შიდა ტრენინგები პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პროგრამებთან და მოწყობილობებთან სამუშაოდ.
- განვითარების და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
მოვალეობები:
- ყოველდღიური შეკვეთების მიღება და მათი სარეალიზაციოდ მომზადება (გადათვლა/დახარისხება);
- საწყობიდან გასული პროდუქციის მონიტორინგი/დასურათება მობილური ტელეფონით და მათი გაზიარება ჯგუფში შემავალი თანამშრომლებისთვის;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადების შედგენა/აქტივაცია;
- საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა / იმპორტირებული პროდუქციის მიღება გაფორმების ეკონომიკურ ზონებში და მათი ტრანსპორტირება-დასაწყობება.
- საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მათი დახარისხება სამუშაო პროცესის გაადვილების მიზნით.
- საწყობის ყოველთვიური აღწერა;
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი;
- პრობლემურ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართული
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგმოგზავნოთ რეზიუმე მეილზე vano@adtec.ge