ტერა ლიზინგში, სწრაფად მზარდ სალიზინგო კომპანიაში ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO). რომელიც კომპანიის აღმასრულებელ გუნდს შეუერთდება. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტერა ლიზინგის წარმატებაში, მათ შორის, ფინანსური მართვის, ინვესტორებთან ურთიერთობის, აქტივ-პასივების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
- ფინანსური ოპერაციების, დაფინანსების სტრუქტურების, ფინანსური მოდელირებისა და კაპიტალის ბაზრის დინამიკის სიღრმისეული ცოდნა
- ლიკვიდობის მართვის, ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციისა და ფინანსური რისკების მართვის ექსპერტიზა
- ლიდერობის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები
საჭირო ცოდნა და გამოცდილება:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი ან CPA/CFA)
- არანაკლებ 7+ წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ სფეროში და მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე სულ მცირე 3+ წლიანი გამოცდილება
- ინვესტორებთან ურთიერთობების, ლიკვიდობის მართვისა და რთული ფინანსური ოპერაციების მართვის გამოცდილება.
- ლიზინგის პროდუქტის ცოდნა ან/და ლიზინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პოზიციის მოვალეობა იქნება:
- კომპანიის ზრდისა და მომგებიანობის მიზნებთან შესაბამისი ფინანსური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
- ბაზრის ტენდენციების, ეკონომიკური ფაქტორებისა და კონკურენტული დინამიკის მონიტორინგი შესაძლებლობებისა და რისკების გამოსავლენად
- ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პროცესების, კომპანიის ლიკვიდობის მართვა
- სამუშაო კაპიტალის ოპტიმიზაცია საოპერაციო ეფექტურობისა და ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად
- მოქმედ და პოტენციურ ინვესტორებთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი მხარდაჭერისა და ნდობის უზრუნველსაყოფად; დაფინანსების მოზიდვასა და მართვაზე ზრუნვა
- კრედიტორებთან, აუდიტორებთან, რეგულატორებთან და სხვა საგარეო დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
- ლიკვიდობის მართვის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად
- Სავალუტო პოზიციის მართვა
- Ფასდადების სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციის მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად
- საპროცენტო განაკვეთის რისკების მონიტორინგი და მართვა
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ტერა ლიზინგის ფინანსური დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!