შპს „აშენდი აგრო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას „უფროსი ბუღალტერის“ პოზიციაზე
მდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების, სტატისტიკის ან სხვა ორგანოების ანგარიშების მომზადება, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
- პროგრამაში თვის/წლის დახურვის პროცესის შესრულება;
- ფინანსური ან საგადასახადო აუდიტის ჩატარების დროს მონაწილეობის მიღება;
- ხელფასების გაანგარიშება და მომზადება
- მომწოდებლების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმარლესი განათლება ბუღალტერიასი, ფინანსებში ან ეკონომიკაში;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
- საბუღალტრო პროგრამის FINA-ს ცოდნა;
- ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- MS Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემებთან მუშაობის უანრი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2025 წლის 25 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.