"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კატეგორიის მენეჯერების მიერ დაგეგმილი და უზრუნველყოფილი შეკვეთის საფუძველზე მიღებული პროფორმა ინვოისის დამოწმება და ხელმოწერილი ვერსიის მომწოდებელთან გაგზავნა, ფინანსური დეპარტამენტის ინფორმირება
- დადასტურებული შეკვეთების მონიტორინგი დატვირთვამდე და მარაგების საწყობში მიღებამდე სრული მონიტორინგი
- ლოჯისტიკის მენეჯერისთვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
- მიღებული მარაგების შოურუმებში ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი
- მისაღები/მიღებული პროდუქციის პრეზენტაციების თარგმანი/შემოწმება
- პროდუქციის პასპორტის თარგმნის გადამოწმება და აღრიცხვა. პროდუქციის სერტიფიკატების შეგროვება რეგულაციების შესაბამისად (რეპორტინგი)
- პროდუქტზე პროგრამაში ფასის რეგისტრაცია და ფასთა ცვლილების ასახვა
- საწყობების, გაყიდვების და შოურუმის თანამშრომლების ინფორმირება მისაღები პროდუქციის შესახებ
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office )
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა,სასურველია რუსული ენაც.
- ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
- პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 31 იანვრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; გასაუბრება;
გისურვებთ წარმატებას!