კატეგორიის მენეჯერი ასისტენტი
2xP PRIORITY Midea
თარიღები: 13 იან - 31 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კატეგორიის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@midea.ge
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კატეგორიის მენეჯერების მიერ დაგეგმილი და უზრუნველყოფილი შეკვეთის საფუძველზე მიღებული პროფორმა ინვოისის დამოწმება და ხელმოწერილი ვერსიის მომწოდებელთან გაგზავნა, ფინანსური დეპარტამენტის ინფორმირება
  • დადასტურებული შეკვეთების მონიტორინგი დატვირთვამდე და მარაგების საწყობში მიღებამდე სრული მონიტორინგი
  • ლოჯისტიკის მენეჯერისთვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
  • მიღებული მარაგების შოურუმებში ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი
  • მისაღები/მიღებული პროდუქციის პრეზენტაციების თარგმანი/შემოწმება
  • პროდუქციის პასპორტის თარგმნის გადამოწმება და აღრიცხვა. პროდუქციის სერტიფიკატების შეგროვება რეგულაციების შესაბამისად (რეპორტინგი)
  • პროდუქტზე პროგრამაში ფასის რეგისტრაცია და ფასთა ცვლილების ასახვა
  • საწყობების, გაყიდვების და შოურუმის თანამშრომლების ინფორმირება მისაღები პროდუქციის შესახებ

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office )
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა,სასურველია რუსული ენაც.
  • ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
  • პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;

ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 31 იანვრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; გასაუბრება;

გისურვებთ წარმატებას!