ბუღალტრის ასისტენტი
თარიღები: 14 იან - 21 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@sabauni.edu.ge
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს  შერჩევას ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00/ 09:00-18:00
სამუშაო ადგილი:  თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდის კონტროლი, ვადების შეხსენება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
  • ორისში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
  • საჭიროების  შემთხვევაში სტატუსის შეჩერების სიის და სტატუსის აღდგენის სიის მომზადება;
  • სტუდენტურ ბაზაში სწავლის საფასურის თაობაზე ინფორმაციის ასახვა, სტუდენტების ინფორმირებულობისთვის;
  • დამატებითი კრედიტების პირველადი ვერსიის მომზადება და გადახდის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი კილომეტრების კონტროლი, აღწერა მონიტორინგი;
  • პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და თვალყურის დევნება;
  • სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისათვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
  • ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • სტუდენტების გადახდების ადმინისტრირება;
  • სხვა ფუნქციები ხელმძღვანელის დავალებით
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) (ეკონომიკა/ფინანსები/აუდიტი);
  • საფინანსო/საბუღალტრო სფეროში მუშაობის 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა(B2);
  • საბუღალტრო პროგრამა ორისის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) (excel- ცოდნა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ „ბუღალტერის ასისტენტის“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 21 იანვრი

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.