კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
ოპტიმისტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 800₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 900₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).
კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!