მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Shark|Ninja
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson,  და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში Shark|Ninja-ს პირველი და ერთადერთი მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
  • პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; 
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება; 
  • პროდუქციის განლაგება Shark|Ninja-ს სტანდარტების შესაბამისად 
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა; 
  • ახალი მოდელების შესწავლა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00 
შერჩევის ფორმა:  გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Shark|Ninja - მაღაზიის მენეჯერი".

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.