ავტოკარის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას  ავტოკარის მძღოლის  პოზიციაზე. 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მიღებული შეკვეთის საფუძველზე მითითებული პროდუქციის სწორად შეგროვება, ავტოსანტრანსპორტო საშუალებაზე უსაფრთხოდ/დაუზიანებლად დატვირთვა; 
  • მიღებული/დასაწყობებული პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის უზრუნველყოფა და შენახვის ვადების კონტროლი; 
  • პროდუქციის მიღება/გაშვებამდე შესაბამისი (მათ შორის იმპორტის) დოკუმენტაციის მოძიება, მიღება, გადამოწმება. 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 

  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორაგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის 32 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 13 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:+995 591230617 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
გისურვებთ წარმატებას!