ტენდერი-სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით

თბილისი CENN
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
CENN, ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით


კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
  • მაისურის, ჰუდის, კეპის, სვიტერის, ჩანთისა და სხვადასხვა ტიპის ტანისამოსის დამზადება, შემდგომი ბრენდირებით;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

 
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org  

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • ღირებულება დღგ–ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
  • ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი პროდუქციის ნიმუშები (წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • 2025 / 2024 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების ხარისხი (ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუშების კერვის და ბეჭდვის ხარისხის მიხედვით);
  • განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია

მობ: +995 591 21 99 11
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა