სამუშაოთა მწარმოებელი

რუსთავი სრული განაკვეთი ესთეტიკ იაფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
შპს “ესთეტიკ იაფი” აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი
  • სფერო: არქიტექტურა/მშენებელ-ინჟინერი
  • ენები: ქართული - ძალიან კარგი;   რუსული - კარგი.
  • Cad (AutoCAD;  ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office
  • სამშენებლო-ტექნიკური ნორმების, წესების და სტანდარტების ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:
  • ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა.
  • სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება.
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი.
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინერის საქმიანობის კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი.
  • მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან სამსახურთან;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
  • პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი
  • შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების კონტროლი
  • სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

უნარები
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე   ელექტრონულ მისამართზე: ltd.estetikyapi@gmail.com დასახელებაში მიუთითეთ „სამუშაოთა მწარმოებელი“.
გისურვებთ წარმატებებს!