შპს “ესთეტიკ იაფი” აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი
- სფერო: არქიტექტურა/მშენებელ-ინჟინერი
- ენები: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - კარგი.
- Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office
- სამშენებლო-ტექნიკური ნორმების, წესების და სტანდარტების ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
- ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება
- შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა.
- სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება.
- სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი.
- სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინერის საქმიანობის კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი.
- მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან სამსახურთან;
- გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
- პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
- სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
- ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი
- შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების კონტროლი
- სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
უნარები
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ltd.estetikyapi@gmail.com დასახელებაში მიუთითეთ „სამუშაოთა მწარმოებელი“.
გისურვებთ წარმატებებს!