,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ უფროს პროექტების მენეჯერს
შპს ,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- კომპანიაში არსებული ყველა პროექტის ინფორმაციის შეგროვება, გეგმის შედგენა და პრცესის მართვ/ზედამხედველობა;
- პროექტების ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
- პროექტის ვადების კონტროლი და უზუსტობის შემთხვევაში მითითებების გაცემა, პროცესების დაჩქარების მიზნით;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება;
- პროექტის რისკების შეფასება და პრევენცია;
- პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება;
- პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება;
- არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება;
- პროექტის ფარგლებში ჩართული პირების კოორდინაცია;
- პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა;
- პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
- შიდა პროცესების კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; რომლებიც დაკავშირებულია სატრანზაქციო საბანკო მოწყობილობების გაშვებასთან და მომსახურებასთან;
- პროექტის დოკუმენტაციის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება და ფიქსაცია;
- ვენდორებისა და კლიენტების ტექ. მხარდაჭერის სამსახურთან თანამშრომლობა, კლიენტის მხარეს პროდუქტის დანერგვა, ანგარიშების მოხსენება;
- მონაწილეობის მიღება სამუშაოებსა თუ პროექტებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან და შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებები, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სერთიფიკატი პროექტმენეჯერის;
- Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
- პროექტების მართვაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 /C1 ;
- დაგეგმარებისა და დელეგირების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დროის სწორად განაწილების უნარი.
Სასურველია იცოდეთ:
- Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- Გამოცდილება მხარდაჭერის მსგავს პროგრამასთა ან/და პროცესთან მუშაობის;
- Ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit Pass ბარათს;
- ანაზღაურება: 6500 – 7000 ლარი ( NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - უფროსი პროექტების მენეჯერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!