მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 13 იან - 10 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერს  და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მომსახურებაში არსებული და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება; 
  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების მონიტორინგი და რეპორტების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების კმაყოფილებისა და მისტიური მომხმარებლის კვლევების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და რეპორტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილების განხილვა, მიზეზების განხილვა/ანალიზი, დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • ინცინდენტების ანალიზი CRM-ში;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული სამოტივაციო სქემის უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
  • საბონუსე სისტემების მართვა - პროცედურით დადგენილი წესების მიხედვით ბონუსის კალკულაცია;
  • მომსახურების ტრენინგების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიაში ახალი პროდუქტის/მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებული სკრიპტების მომზადება და შეთანხმება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
  • მომსახურების ხარისხის ანალიზი, რეპორტინგის და პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 10 თებერვლის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.