კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მომსახურებაში არსებული და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების მონიტორინგი და რეპორტების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების კმაყოფილებისა და მისტიური მომხმარებლის კვლევების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და რეპორტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილების განხილვა, მიზეზების განხილვა/ანალიზი, დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
- ინცინდენტების ანალიზი CRM-ში;
- მომსახურებასთან დაკავშირებული სამოტივაციო სქემის უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
- საბონუსე სისტემების მართვა - პროცედურით დადგენილი წესების მიხედვით ბონუსის კალკულაცია;
- მომსახურების ტრენინგების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპანიაში ახალი პროდუქტის/მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებული სკრიპტების მომზადება და შეთანხმება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
- მომსახურების ხარისხის ანალიზი, რეპორტინგის და პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.