LinkedIn-ზე კომპანიის და საკონტაქტო პირების მაძიებელი / დისტანციური სამუშაო
თარიღები: 13 იან - 11 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: ფრილანსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სხვა:  სამსახური სახლიდან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Kakha1989@hotmail.com

ცხადდება ვაკანსია LinkedIn-ზე კომპანიის და საკონტაქტო პირების მაძიებლის (დისტანციური სამუშაო) პოზიციაზე


გვესაჭიროება პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს დისტანციურად და განახორციელებს შემდეგ ამოცანებს:

  • წინასწარ მოწოდებული კომპანიების ბაზის მიხედვით LinkedIn-ზე შესაბამისი კომპანიების მოძიება.
  • ამ კომპანიების დირექტორების ან წამყვან პოზიციებზე მომუშავე პირების იდენტიფიცირება.
  • პირის საკონტაქტო მონაცემების (ელფოსტა, სახელი, გვარი) ამოწერა და ჩვენ ბაზაში დამატება (Excel ფაილში).
  • საკონტაქტო პირთან შეტყობინების გაგზავნა, წინასწარ მომზადებული ტექსტის გამოყენებით.

მოთხოვნები:

  • LinkedIn-ის პლატფორმის ცოდნა და ეფექტური გამოყენების უნარი.
  • Excel-ში მუშაობის ცოდნა.
  • ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობა დეტალებზე.

ანაზღაურება:

  • ყოველ ამოწერილ მონაცემზე (ელფოსტა და კონტაქტი) გადაგხდებათ 0.50₾. (საშუალო თვიური ანაზღაურება 1500₾ და მეტი..)

სამუშაო პირობები:

  • დისტანციური მუშაობა.
  • სამუშაო დრო თავისუფალი გრაფიკით, შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ან რეზიუმე Kakha1989@hotmail.com მისამართზე.


გისურვებთ წარმატებას!