ტენდერი - მაღალი დონის სასტუმროს შერჩევა
2xP PRIORITY CENN
თარიღები: 13 იან - 20 იან
მდებარეობა: თბილისი
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: giorgi.mamporia@cenn.org
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591 21 99 11
CENN, ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში მაღალი დონის სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით.  

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
  • სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
  • ნომრების სისუფთავე;
  • სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
  • სველ წერტილებში ცხელი წყალი;
  • საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
  • საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ა.შ.)
  • საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
 
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org   
 
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
  • ოთახების რაოდენობასა და მათ ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
  • საკონფერენციო ოთახების რაოდენობასა და მათი ერთი სრული დღის ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
  • ZOOM-ის ტექნიკური ჯგუფის ერთი სრული დღის მომსახურების ღირებულებას (ჰიბრიდული კონფერენციის მართვა, ლაივის გაშვება, კამერით გადაღება, ტექნიკური მომსახურება. ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
  • ყავა-ჩაის, ლანჩის და ვახშმის ღირებულებებს (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
  • 2025 / 2024 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);
 
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება. 
 
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • მომსახურების ღირებულება;
  • განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება; 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11