გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 10 იან - 08 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Giorgi.ph@portalco.ge
საინვესტიციო კომპანია პორტალ ინვესტის შვილობილი კომპანიები შპს „პორტალ ქარ რენთი“ და „პანორამა მამკოდა“ აცდახებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი თანამდებობაზე. კომპანიების საქმიანობის მოკლე აღწერა.

შპს „პორტალ ქარ რენთი“ არის პრემიუმ კლასის ავტომობილების გაქირავების კომპანია. კომპანიის ბალანსზეა სხვადასხვა ტიპის 28 ავტომობილი. www.georgiacarrent.com; https://www.facebook.com/gorgiarentcarhttps://www.instagram.com/georgia_car_rent/

„პანორამა მამკოდა“ ეს არის აგარაკი, თბილისთან ახლოს, პანორამა ხედებით. https://www.facebook.com/panorama.mamkoda

მოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომერციული გეგმის შესრულება
  • პორტფოლიოს გაზრდა, ახალი დამკვეთების მოზიდვა.
  • ტურისტულ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია.
  • სასტუმმროებთან კავშირების დამყარება.
  • სწორი სეგმენტაციის შერჩევა.
  • სოციალური ქსელების მართვა.
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა

აუცილებელი უნარები:
  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა); 
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული; 
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სწრაფად ათვისების უნარი; 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და ანაზღაურება.
განვიხილავთ ორ ვერსიას. როგორც თანამშრომელს, რომელიც ოფისში იმუშავებს, საშტატო განაკვეთით და ასევე ოფისის გარეთ.
სახელფასო ანაზრაურება განისაზღვრება მხოლოდ რეალიზაციის მიხედვით და საპროცენტო განაკვეთი შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 7%-ს.
მინიმალური კომერციული გეგმის შესრულების შემთხვევაში საშუალო ხელფასი განისაზღვრება: 3000 – 4500 ლარით
ოფისი: ავჭალა, ბაღნარის 2. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgi.ph@portalco.ge
და სათაურში მიუთითეთ „პორტალ ქარ რენთი“ და ასევე მიუთითეთ, როგორ გსურთ მუშაობა, ოფისში, როგორც საშტატო თანამშრომელი, თუ ონლაინში.