1C პროგრამის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი GermanCement
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
კომპანია ,,ჯერმან ცემენტ ლტდ“ აცხადებს ვაკანსიას 1 C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე. 

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო საათები: 10:00-17:00 
  • სამუშაო ადგილი: კასპი 
  • ყოველთვიური ანაზღაურება  3000 ლარი (ხელზე ასაღები)  
  • აუცილებელია მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
 
მოვალეობები: 
  • 1C პროგრამაში წარმოების დოკუმენტების სრულყოფილად აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა 
  • სალაროს ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა/გატარება); 
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; 
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;  
  • ბანკის ამონაწერის/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;  
  • სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;  
  • ანგარიშფაქტურების მოთხოვნა;  
  • სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;  
  • საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;  
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;  
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული მისი პოზიციის შესაბამისი დავალების შესრულება;  
  • რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე. 
 
მოთხოვნები: 
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების  
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; 
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;  
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.  
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალობა; 
  • ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • კომპანია გთავაზობთ: 
  • კვება, კორპორატიული ნომერი, ტრანსპოტირება 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ინგლისურ ენაზე) მეილზე ferit.nuriyev@arkozsement.com, giorgi.jangveladze@arkozsement.com  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „1C ოპერატორი“