კომპანია ,,ჯერმან ცემენტ ლტდ“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-17:00
სამუშაო ადგილი: კასპი
ყოველთვიური ანაზღაურება 4000 ლარი (ხელზე ასაღები)
აუცილებელია მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო და წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება)
მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
- ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
- თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა;
- პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- Microsoft Office -ის პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
კვება, კორპორატიული ნომერი, ტრანსპორტირება