„პორტფოლიო დიზაინ სტუდიო“ ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება ჩვენს პროექტებში და დაეხმარება სტუდიის განვითარების პროცესს. სამუშაო გრაფიკი: სრული ლოკაცია: თბილისი ძირითადი მოვალეობები: - ინტერიერის დიზაინის პროექტების მომზადება და მართვა
- დამკვეთთან კომუნიკაცია მათი საჭიროებებისა და სურვილების დასადგენად
- გეგმარები, ესკიზების და 3D ვიზუალიზაციების შექმნა
- მასალების, ფერების და ავეჯის შერჩევა პროექტისთვის
- პროექტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი
- პარტნიორებთან და მომწოდებლებთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა უნარები: - უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
- პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, 3D Max, Photoshop
- კრეატიული და ინოვაციური მიდგომა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს
- მზარდ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: keuco.georgia@gmail.com გთხოვთ სათარურით ველში მიუთითოთ: Interior Designer ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.