სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ESRS რეპორტინგის / მდგრადობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (
www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- რეპორტინგის ფორმების შემუშავება/დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში ჩართულობა;
- მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- შესაბამისი პოლიტიკის/გაიდლაინების შემუშავება;
- მდგრადობის სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამსახურთან თანამშრომლობა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების/განხორციელების მიზნით და შესაბამისი დავალებების შექმნა/მონიტორინგი;
- პროექტისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- პროექტის დეტალური გეგმის შექმნა, დავალებების განაწილება, რისკების შეფასება და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
- ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
- დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების, მდგრადობის მენეჯმენტის, გარემოსდაცვით მეცნიერებების მიმართულებით;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
jobs@gpih.geგთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ESRS რეპორტინგის/მდგრადობის სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.