მეტალოპლასტმასის მასალისა და აქსესუარის, საცალო და საბითუმო, სავაჭრო და მწარმოებელი კომპანია, შპს. ც.მ.ლ. აცხადებს ვაკანსიას „ საწყობის თანამშრომელი”-ს პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
- მეტალოპლასტმასის აქსესუარისა და მასალის დასახელებებისა და ვიზუალური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლების მოთხოვნაზე რეაგირება და შესაბამისად შეკვეთების დროულად და აკურატულად მოგროვება,
- მასალისა და აქსესუარების საწყობის ტერიტორიაზე დაცლა-დატვირთვა,
- პერიოდულად ტრაილერის დაცლასა და შიდა საქონლის გადაადგილებაში მონაწილეობის მიღება,
- წელიწადში ორჯერ საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
მოთხოვნები
- საშუალო განათლება
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
- კომუნიკაბელური
- სხარტი
- ორგანიზებული
სამუშაო გრაფიკი
ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
შაბათი (09:00-15:00)
ანაზღაურება განსაზღვრულია ფიქსირებული 1200 ლარით + ბონუსი (დამატებითი დატვირთვიდან გამომდინარე).
დამატებითი ბენეფიტები
- კორპორატიული დაზღვევა,
- ახალი და საინტერესო იდეების რეალიზებაში ხელშეწყობა,
- კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
აღნიშნული ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში დასაქმების მსურველები, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 598143224 .
წარმატებებს გისურვებთ!