კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ბუღალტრის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
კომპანია სეკე პარკი ახორციელებს სახანძრო და ელ. მომარაგების საინჟინრო უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს საინჟინრო პროექტის დაპროექტებიდან, მის შესრულებასა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
- საკონტაქტო ტელ.ნომერი: +995 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება და ოპერაციების პროგრამული გატარებები;
- ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, პროგრამული ასახვა, კონტროლი;
- სატრანსპორტო ინვოისებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
- საწვავის აღრიცხვა და კონტროლი;
- ყოველდღიური შესყიდვების წარმოება;
- ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამული გატარება, დამუშავება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
- პერიოდულად დებიტორულ-კრედიტორულ კომპანიებთან შედარება და შედარების აქტების გაფორმება;
- პერიოდულად სხვადასხვა რეპორტების დროულად მომზადება და მიწოდება კომპანიის სხვა დეპარტამენტებისათვის;
- ყოველთვიური მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი სახსრების მოძრაობის წარმოება;
- ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება;
- წლიური ანგარიშგების წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამები: 1C ან ბალანსი
- ენები: ინგლისური
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საინჟინრო ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება
უნარები და თვისებები:
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა
- პროფესიული განვითარება
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:
Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
https://sekkeipark.com/მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!